Pinterest-მა ახალი კამპანია დაიწყო, რათა მომხმარებლებში პლატფორმის ფართო ლანდშაფტი უფრო აღქმადი გახადოს. „The P is for Performance“ გვიჩვენებს, რომ აქ განთავსებული კონტენტი და რეკლამები არა მხოლოდ ამაღლებს ცნობადობას ბრენდების შესახებ, არამედ რეალურ შედეგებსაც იწვევს.
„საკულტო ფილმების ესთეტიკით შთაგონებული კამპანიით იმის თქმა გვინდოდა, რომ პინტერესტზე განთავსებული რეკლამები საოცრად მოქმედებს ადამიანებზე. კინემატოგრაფიული მიდგომით B2B მარკეტინგის კონვენციები გავარღვიეთ… ვინაიდან Pinterest საკულტო ბრენდია, პოპკულტურის ელემენტებსაც მოვუყარეთ თავი, რათა მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი კამპანია გაგვეზიარებინა აუდიტორიისთვის“, — აღნიშნავენ კომპანიაში.