რომ გადავხედოთ 1960 წლების პრობლემებსა და ახლანდელ პოლიტიკურ ვითარებებს, შეიძლება რადიკალური განსხვავება ვერც კი დავინახოთ – დაძაბულობა, ბარიერები, სოციალური განსხვავებები და ა.შ. თუმცა, როგორც მაშინ, ახლაც ადამიანებს თავისუფლება და უშუალო ურთიერთობები ამოძრავებთ. Volkswagen-ი თავის ნოსტალგიურ კამპანიას, რომელიც მისი ავტომობილებისა და მომხმარებლების ემოციურ კავშირს ეხება, სწორედ ამ თემით აგრძელებს. Rain – ამ სახელწოდებით გავრცელებული ვიდეო 60-იანების მუსიკის, სტილის, ურთიერთობების და ამასთან ჰიპების ნოსტალგიის მომგვრელია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=342QpEFmRpU