ჩვენ გვიყვარს პოზირება ეგზოტიკურ პლიაჟებზე, სუფთა წყლის ყურება. ჟურნალების გარეკანზეც ხომ სწორედ ასეთ სურათებს ვხედავთ ხოლმე. თუმცა, ეს არ არის სრული სურათი. ფაქტი ისაა, რომ ნარჩენებით დაბინძურების გამო, პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. 2019 წლის მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით, შეიქმნა კამპანია დაბინძურების წინააღმდეგ. კამპანიის გარგლებში, გამოუშვეს ჟურნალი The Plastic Issue. ჟურნალის გარეკანი, საცურაო კოსტიუმის გარდა, ოკეანის 9 მლნ ტონა პლასტმასით დაბინძურებაზე ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას პლასტმასის გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდებს.
დაინახე ნამდვილი პრობლემა! – კამპანია მსოფლიო ოკეანის დღისთვის
