in ,

ქვეყანა, სახელად “ნაგვის კუნძულები”! – მასშტაბური კამპანია გარემოს დაცვისთვის

წყნარი ოკეანე თავისი დაბინძურების მაჩვენებლით უკვე კატასტროფულ შედეგს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება და შესაბამისი უწყებებიც ამ რთული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, საკითხი შეუქცევადია. სწორედ ამიტომ The Plastic Oceans Foundation-მა, სააგენტო BBDO-სთან ერთად, უჩვეულო, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა წამოაყენა. ორგანიზაციას სურს, რომ ყველაზე მასშტაბურად დაბინძურებული ტერიტორია აღიარონ ოფიციალურ სახელმწიფოდ. ამ მოულოდნელი წინადადების უკან, მარტივი და ეფექტური მიზეზი იმალება. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტერიტორია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ავტომატურად დაექვემდებარება დასუფთავებას. აქტივობის სრულყოფისთვის The Plastic Oceans Foundation-მა ყველაფერი შექმნა, რაც სახელმწიფოდ აღიარებისთვის არის საჭირო: სახელწოდება, ვალუტა, დროშა და არაერთ მსურველს, მათ შორის, ცნობილ სახეს მოქალაქეობაც კი მიანიჭა. ორგანიზაციის იდეას, საზოგადოების მხრიდან, საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.

 

 

 

Protected: “სამშენებლო ინვესტიციების” პრემიუმ კლასის პროექტი პეტრიაშვილზე

i3-ისთვის ეკო-მეგობრული კატალოგი შეიქმნა! – BMW-ის ვიდეორგოლი