ვალენტინოს უახლესი კამპანია ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიშელის წარმოსახვით შეიქმნა. The Poetics of Everyday სოციალური მედიის დღის ჩაცმულობის ტრენდს ეხმიანება და ისეთ მოდელებს წარმოგვიდგენს, როგორიც, მაგალითად, ამელია ჰამლინია.
ფილმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მომენტებს გვაცნობს ყოველდღიურობიდან, იქნება ეს ნაყინის ჭამა თუ ველოსიპედის ტარება. თუმცა, სურთ, იმას, რაც ახლა ჩვეულებრივად გვეჩვენება, სხვაგვარად შევხედოთ. ამ იდეას კი Imaginer l’Amour-ის მელოდია აძლიერებს და, პარალელურად, ახალ საშემოდგომო კოლექციას გვაცნობს:
Valentino-ს კამპანიაზე ბრიტანელმა ფოტოგრაფმა გლენ ლაჩფორდმა იმუშავა, რომელთან ერთადაც მანამდე ბრენდმა სიურრეალისტური ფანტაზიები გააცოცხლა.