საზოგადოების ონლაინ კომუნიკაციის სიმწვავე, ზოგჯერ, უმართავი ხდება. სამწუხაროდ, ტერმინი “ონლაინ ბულინგი” ბევრისთვის ნაცნობი რეალობაა და მის მსხვერპლთა რაოდენობა მზარდია. შედეგად, ბულინგის ადრესატთა 37%-ს უვითარდება სოციალური შფოთვა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ფონტი, სახელწოდებით The Polite Type, რომელიც სიძულვილის ენას აღიქვამს და უხეშად ნათქვამ სიტყვებს თავაზიანი ლექსიკით ანაცვლებს. ფონტზე, არსებულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, ექსპერტებმა ფინეთის ბავშვთა და მოზარდთა ფონდთან ერთად იმუშავეს. კამპანიაზე სააგენტო TBWA, Finland-მა იმუშავა.