7
Sep
2015

საიდან გაჩნდა ელექტროენერგია? სააგენტო “Droga5” შეკითხვას კამპანიით პასუხობს!

7 Sep 2015

კობი
კობი


ჩვენ ყველას გვაინტერესებს, როგორ მზადდება ჩვენი შეკვეთილი კერძი, მაგრამ არ გვაინტერესებს, თუ რა გზას გადის ელექტროენერგია, რომელიც ჩამრთველშია.

ეს შეკითხვა ენერგო კომპანია “NRG”-მ სარეკლამო სააგენტო “Droga5”-ს დაუსვა და პასუხი სარეკლამო რგოლის მეშვეობით მიიღო. სააგენტომ ტელეფონისთვის ქარის, მზის და ელექტროენერგიით დამტენი მოწყობილობა დაამზადა, რომელიც #SmartEnergyRevolution კამპანიის ფარგლებში აეროპორტში დაამონტაჟეს.

მგზავრთა რეაქციას ფარული კამერები იწერდნენ. ექსპერიმენტში მონაწილეები უპირატესობას მწვანე დამტენებს ანიჭებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მგზავრებმა აქცენტი ეკოლოგიაზე გააკეთეს და არა სწრაფ დატენაზე.

განხილვა