ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Life Is Good-მა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პოზიტიური აზროვნების წარმოუდგენელ შესაძლებლობებში. ამერიკულმა ბრენდმა ორიგინალური კამპანია საკუთარი პროდუქციის კანადის ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით მოამზადა. სპეციალურად ამ აქტივობისთვის, კომპანია Thinkingbox-ის დახმარებით, შეიქმნა პოზიტივის საზომი აპარატი, რომლის მუშაობის პრინციპიც ძალიან მარტივი იყო: ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველს უბრალოდ თავზე სპეციალური მოწყობილობა უნდა გაეკეთებინა და რაც შეიძლება პოზიტიურ, დადებით მოვლენებზე უნდა ეფიქრა, გამომთვლელი აპარატი კი შეგროვებული პოზიტივის ხარჯზე ცარიელ ჭიქას წლით ავსებდა.












