in

რატომ უნდა განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი გადაწყვეტილების მიღებისას?

როგორც წესი, როცა ხელმძღვანელები უცნობი და თან, სარისკო სიტუაციების წინ აღმოჩნდებიან, ისინი მათთვის უკვე ნაცნობი წესებით მოქმედებენ. ძირითადად ინსტინქტურად, რის გამოც უარს ამბობენ ძველ ქცევებზე… თუმცა იმისათვის, რომ მეტად ეფექტურები გახდნენ, ლიდერებმა უნდა შეიმუშაონ უფრო მეტი ვარიანტი იმისა, თუ როგორ იმოქმედონ კრიტიკულ მომენტებში. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელთა წარმატება მათივე მოძრაობის უნარზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს პრიორიტეტების განსაზღვრას, ვარიანტების შემუშავებას იმისათვის, რომ მათ რამდენიმე მომგებიანი გზა დაინახონ. ახლა კი ლიდერობის 4 საერთო მიდგომა განვიხილოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ოთხი პოზიცია

მკვლევრებმა გადაწყვიტეს 4 პოზიციის მიდგომა“ შეექმნათ, რათა ხელმძღვანელებს ინტერპერსონალური კომუნიკაციის დროს ვარიანტების შემუშავებაში დახმარებოდნენ. დაფიქრდით, როგორ იცვლიან პოზიციებს ჩოგბურთელები, რათა ბურთის აღება მოახერხონ და საპასუხო დარტყმა განახორციელონ. ამ მიდგომებს ფესვები ევოლუციურ ფსიქოლოგიასა და ჩვენს ძირითად რეფლექსებში აქვს გადგმული, რათა ავტომატურად ვუპასუხოთ საშიშ ან ახალ გარემოებებს. ეს პოზიციებია:

Lean In — საკითხის გადაწყვეტისას აქტიური პოზიციის არჩევა, რაც მოიცავს გადაწყვეტილების მიღებას, მიმართულების მიცემას, ხელმძღვანელობას, რაღაცების გამოწვევას ან რაღაცებთან დაპირისპირებას. 

Lean Back — ანალიტიკური პოზიციის არჩევა, რათა გამოიკვლიოთ, შეაგროვოთ და გაიაზროთ მონაცემები. ეს გულისხმობს საკითხების გაანალიზებას, კითხვების დასმასა და გადაწყვეტილებების დაყოვნებასაც კი. 

Lean With — თანამშრომლობითი პოზიცია, რომელიც ორიენტირებულია ზრუნვასა და კავშირის დამყარებაზე. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ემპათიაზე, გამხნევებასა და ქოუჩინგზე. 

Don’t Lean — მაშინ, როცა ზემოთ მოცემული მეორე პოზიცია გვთავაზობს დაკვირვებასა და ანალიზს, აქ უძრავად ყოფნა იგულისხმება და საკუთარი თავის დისციპლინირება, რათა შეიქმნას სივრცე, რომლითაც ქვეცნობიერს საშუალებას მისცემთ, ახალი გადაწყვეტილება გიკარნახოთ. ეს მიდგომა გამშვიდებთ კიდეც, როცა თქვენს ემოციებზე მოქმედებენ. ქმედებები კი მოიცავს რაღაცაზე სიღრმისეულ ფიქრს, ვიზუალიზაციასა და დიაფრაგმული სუნთქვის დახმარებით სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას. 

იმისათვის, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ლიდერები გამარჯვებულები გამოვიდნენ, მათ უნდა განავითარონ და უნდა ჰქონდეთ წვდომა ოთხივე პოზიციაზე.

როგორ უნდა ავამოქმედოთ 4 პოზიცია?

ან როგორ უნდა გააკეთოთ ეს მარტომ, ე. წ. ქოუჩის გარეშე? ექსპერტები 5-საფეხურიან პროცესს გვთავაზობენ, რათა მივმართოთ ძირითად შესაძლებლობებსა და გავუმკლავდეთ კრიზისებს, იქნება ეს მოკლე თუ გრძელვადიანი. 

დაადგინეთ თქვენი პოზიცია — დააკვირდით, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს სხვებთან მუშაობისას თითოეულ პოზიციაზე ყოფნის დროს. ეს მარტივი სავარჯიშო თქვენთვის კომფორტული მდგომარეობის აღმოჩენაში დაგეხმარებათ, თუმცა თუ რაღაცაზე ეჭვობთ, გამოიყენეთ ის უკუკავშირი, რომელსაც იღებთ. შესაძლოა, თავი პირველი პოზიციის ლიდერად ჩათვალოთ, რადგან უპირატესობას ანიჭებთ კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რამდენად ზუსტია ეს? როცა ლიდერის ძალაუფლებას ფლობთ, ადამიანები იშვიათად გეტყვიან სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებით რაიმეს. ამიტომ, უმჯობესია, საკუთარ თავთან მართალი იყოთ. 

ასახეთ მაღალფსონიანი სიტუაციები — განსხვავდება თუ არა პოზიცია, რომელიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ მიიღეთ, თქვენთვის ჩვეული პოზიციისგან? დაფიქრდით შემთხვევებზე, როცა სასურველი შედეგების მისაღებად შეგეძლოთ პოზიციების შეცვლა და შეადარეთ იმ სიტუაციებს, როცა რაღაც ერთი წარუმატებელი პოზიცია ამოიჩემეთ. რამ შეგიშალათ ხელი განსხვავებული მიდგომის მიღებაში, ეს ჩვევა იყო თუ პანიკა? რამდენად შეგიძლიათ დაეყრდნოთ გამოცდილებას, როდესაც რაღაცას კარგად გაუმკლავდით და შეცდომების თავიდან აცილებაც მოახერხეთ?

განსაზღვრეთ ოპტიმალური პოზიცია იმის საფუძველზე, თუ ვისთან ურთიერთობთ — კვლევისას ხელმძღვანელთა უმეტესობა მისდევდა ოქროს წესს, რაც სხვებისთვის ისე მოქცევას გულისხმობს, როგორც თავად გსურთ, რომ მოგექცნენ. თუმცა ლიდერებს შორის საუკეთესოები პლატინის წესს მიჰყვებოდნენ — სხვების მიმართ ისე მოქცევა, როგორც მათ სურთ, რომ ექცეოდნენ, რაც, შესაძლოა, ლიდერების სურვილებისგან ძალიან განსხვავდებოდეს. ეს რომ უკეთ გაიგოთ, ერთ ადგილზე ინტროვერტები, მეორეზე კი ექსტრავერტები უნდა წარმოიდგინოთ… ხოლო ამ წესის დაცვა რომ შეძლოთ, საკუთარი თავი და სხვები მუდმივად უნდა გამოიკვლიოთ, დააკვირდეთ სხეულის ენას, ხმის ტონს, თვალით კონტაქტსა და რეაქციებს იმაზე, თუ რას აკეთებთ ან როგორ. 

შეადგინეთ გეგმა — როცა ინტერპერსონალური საკითხი წამოიჭრება, გამოყავით სივრცე, რათა განსაზღვროთ, როგორ გადაჭრათ აღნიშნული საკითხი. ეს წამებიც კი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ, მთავარია, ამ პაუზის არსი გაიაზროთ — განსაზღვროთ თქვენი განზრახვა, რათა შესაბამისი რეაქცია გქონდეთ. როგორ გსურთ რომ ახლა მოიქცეთ? შესაძლოა, თქვენთვის ჩვეულმა პოზიციამ კონკრეტული ქმედებებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სხვა არჩევანიც არსებობს.

მაშინაც კი, როცა კონკრეტულ სიტუაციაში მხოლოდ თავად არ გიწევთ გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენეთ ეს ოთხი მდგომარეობა, რათა დაინახოთ ვარიანტები და შექმნათ წინასწარი გეგმა: შეადგინეთ ვარიანტების სია, თუ როგორ შეგიძლიათ საუკეთესო მიიღოთ თანამშრომლებისგან (Lean In), გახდით უფრო ობიექტური და ჰკითხეთ საკუთარ თავს, კიდევ რა ქმედებები გააერთიანებს გუნდს (Lean Back), კონსულტაცია გაიარეთ სხვებთან, რას ფიქრობენ, რა ვარიანტები გაქვთ იმისათვის, რომ ნდობით სავსე და პოზიტიური კლიმატი შექმნათ, სადაც ცვლილებებს მარტივად მიიღებენ (Lean With) და დააკვირდით, რაიმე აზრი ხომ არ ამოგიტივტივდებათ გონებაში (Don’t Lean). 

დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც ცვლილებაზე მიგითითებთ — იმისათვის, რომ ზუსტად თქვენთვის სასურველი გავლენა გქონდეთ, უნდა იცოდეთ, არსებობს თუ არა რაიმე ნეგატიური ეფექტი, რომელიც არჩეულ პოზიციას აქვს თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ამაზე დაკვირვება, მიგანიშნებთ, არის თუ არა ცვლილების დრო. 

ზოგადად, Lean In საუკეთესოა, როცა გუნდს მიმართულების მიცემა სჭირდება ან მეტად ორგანიზება. Lean Back, როცა თქვენ, თქვენს გუნდსა და დაინტერესებულ მხარეებს მუშაობაში მეტი ინფორმაცია გეხმარებათ, Lean With, როცა ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა, გამხნევება და მოტივირება. Don’t Lean, როცა გუნდის წევრებს დამოუკიდებლად მუშაობა სჭირდებათ და თქვენი ამ პროცესში ჩართვა უბრალოდ ხელს შეუშლის მათ პროგრესს. თუმცა თუ ისინი უკონტროლო გეჩვენებათ, შეგიძლიათ ცოტა დაამშვიდოთ და თავდაჯერებაც შემატოთ. 

დაბოლოს, ინტერპერსონალური ურთიერთობების მართვისთვის ვარიანტების შექმნა მოითხოვს რეალურ დროში დაკვირვებისა და სტრესულ სიტუაციებში თვითრეგულირების უნარს. მაგრამ, უმეტესად, ის უნდა გაიაზროთ, რომ პოზიციამ, რომელიც ერთ შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა, მეორე სიტუაციაში შეიძლება არ გაამართლოს. ვერცერთი ორგანიზაცია გადარჩება, თუ მას მართავენ ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციასთან გამკლავებას ერთი და იმავე მიდგომით ცდილობენ. როგორც წარმატებული ორგანიზაციები არიან მოქნილები, ისეა საუკეთესო ლიდერების შემთხვევაშიც. 

 

წყარო: HBR



მასწავლებლები ჩვენს ცხოვრებას ცვლიან — ახალი კამპანია

ნახეთ: „მონობის სახლი“ — აპარტეიდის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები