in

THE PRODIGY + Âme საჩუქრად :  მორიგი გასაოცარი შემოთავაზება Gem Fest-ისგან

ÂME_poster_10june__2“GEM Fest”-მა თავის სტუმრებს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა. ის, ვინც იყიდის ფესტივალის ბილეთს (Multi Pass or VIP Pass) საჩუქრად მიიღებს ბილეთს The Prodigy-ს კონცერტზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში (21ივლისს). გარდა ამისა, მას შესაძლებლობა ექნება უფასოდ დაესწროს “Gem fest”-ის ოფიციალურ პრე-ფართის, რომელიც გაიმართება 10 ივნისს. არ გამოტოვოთ საუკეთესო შემოთავაზება, დაესწროთ არაჩვეულებრივ ივენთებს! დააჭირეთ TKT.GE-ს  და შეიძინეთ ბილეთები!

“The Prodigy” ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი წევრები იყვნენ: ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში). ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკ-მუსიკა. “The Prodigy”-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან/2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო.  ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.

Âme ორი გერმანელი მუსიკოსის, Kristian Beyer-ის და Frank Wiedemann-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. Beyer-ის და Wiedemann-ის სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოვიდა და იგი ძირითადად Deep House და მინიმალზე ორიენტირდებოდა. პროექტის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კი 2005 წლის რელიზს, Rej EP-ს უკავშირდება, რომელმაც პროექტის ცნობადობა და რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაზარდა.

ამავე წელს, ცნობილ გერმანელ დიჯეისთან, Dixon-თანერთად Âme-მ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაუსპლატფორმა, Innervisions დააფუძნა. ლეიბლი მალე ისეთი არტისტების მასპინძელი გახდა, როგორებიც არიან Recondite, Henrik Schwarz, Marcus Worgull, Agoria და ა.შ.

მისტერ მასტერი გადაუდებელი სიტუაციებისთვის!

ხსნის არმიისა და Grey Canada-ს სოციალური ექსპერიმენტი სიღარიბის წინააღმდეგ