in

„ჩემსა და სხვა მოცურავეს შორის განსხვავება არ არის!“ – Apple-ის კამპანია პარასპორტსმენებისთვის

BOG
BOG

Apple-მა კამპანია მიუძღვნა თანასწორობის საკითხს, სპორტის სამყაროში. ვიდეორგოლი დერეკ სიანფრანსის (Sound of Metal, Blue Valentine) რეჟისორობით შეიქმნა. ის გვიყვება რვა საოცარ პარასპორტსმენზე, რომლებიც ოთხეტაპიან, რეალურ დროში მიმდინარე ესტაფეტის რბოლაში მონაწილეობენ. Apple-ს სჯერა, რომ ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე სპორტსმენებს შორის შეჯიბრი ერთი შეხედვით, თანასროწია, პარასპორტსმენების გამოსვლა იშვიათად არის ნაჩვენები ეკრანზე. “The Relay” გვაცნობს რვა საოცარი სპორტსმენის რეალურ ცხოვრებას, თუ როგორ ვარჯიშობენ, რათა იასპარეზონ შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე პარტნიორთან ერთად, ოთხეტაპიან ესტაფეტაში. ფილმის მიზანია ცნობიერების ამაღლება Apple-ის მიერ შექმნილი ინოვაციური ხელმისაწვდომობის ფუნქციების შესახებ და იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ეს ტექნოლოგია უფრო თანასწორი სათამაშო პირობების შესაქმნელად.

ვიდეორგოლში მონაწილეები არიან მსოფლიოს მასშტაბით მაღალკონკურენტული პარასპორტსმენები, რომელთაგან ზოგიერთი 2028 წელს ლოს-ანჯელესში გლობალურ ასპარეზზე გამოსვლის პრეტენდენტია. შემადგენლობაში შედის ველოსიპედისტი, ეტლით მორბენალი, მცირემხედველი მოცურავე და სხვა.

როგორც Apple-ის ძირითადი ღირებულებებიდან ერთ-ერთი, ხელმისაწვდომობა ბრენდის პროდუქტებშია ჩაშენებული. იმის მიუხედავად, სპრინტერი ხართ, ეტლით მორბენალი, სატრეკო ველოსიპედისტი თუ მოცურავე, ისეთი ფუნქციები, როგორიც აქვს Workout აპლიკაცია-ს Apple Watch-ზე,  უზრუნველყოფს, რომ ყველა სპორტსმენს ჰქონდეს საჭირო ინსტრუმენტები ვარჯიშისა და საუკეთესო შედეგით შეჯიბრისთვის.

წყარო: bandt

როგორ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ძალა მრავალფეროვანი კონტენტით

როგორ მივედით 3D ბეჭდვის ტექნიკამდე?