in

კამპანია, რომელიც პირადი ტრაგედიის გაზიარებას გვასწავლის — The Ripple Effect

BOG
BOG

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Survivors of Bereavement by Suicide (SoBS), რეჟისორ ჯეიმს არდენსა და სტუდია Brother Film-ს დაუკავშირდა, რათა შეექმნა ფილმი, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის დამანგრეველ შედეგებზე გვიყვება…

ფილმი The Ripple Effect იმ რესურსებს უსვამს ხაზს, რომლებიც მარტოობის დასაძლევად გამოიყენება. პროექტი არდენის ნახევარდის თვითმკვლელობაზეა აგებული, რამაც გარდა თავად რეჟისორისა, მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზეც იმოქმედა — „ამან ტალღოვანი ეფექტი დატოვა, რომელიც ყოველდღე ერთნაირი სიმძაფრით მეორდებოდა“.

ჯეიმსი იმედოვნებს, რომ ფილმის საშუალებით, სხვები მეტად გაიგებენ, როგორ შეიძლება ტანჯვის ოდნავ მაინც შემსუბუქება. გუნდმა სცენები მხოლოდ ერთ დღეში გადაიღო და სახლიც ისეთი შეარჩიეს, რომელიც არქიტექტურულად შეესაბამებოდა დანაკარგის გრძნობას.

ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობთ

„ფროდაქშენი ცოცხალი ორგანიზმია!“ – Metro Production-ის გუნდში დიდი ცვლილებებია