in

34-წუთიანი რეკლამა ფილმის სიუჟეტით

ბოლო პერიოდში მარკეტერები თანამედროვე რეკლამირებისთვის კინემატოგრაფიულ ტექნიკებს მიმართავენ — ამაში ახალი არაფერია, მაგრამ სტომატოლოგიური ჰიგიენის ბრენდმა SuperMouth სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

Rise of SuperMouth — ეს არის სუპერგმირული ფილმის სიუჟეტი, რომელიც 35 წუთში აერთიანებს ლაივ მოქმედებისა და ანიმაციის სინთეზს. მთელი იდეური და ვიზუალური გადაწყვეტა იმის დემონსტრაციისკენაა მიმართული, თუ როგორ უნდა მოუარონ პატარებმა კბილებს. აქ თემატურადაა პერსონაჟები გადანაწილებული და რეალურად, რეკლამაზე მეტად ფილმის ხასიათს ატარებს.

ზოგადად, რეკლამებისთვის დამახასიათებელია ფილმის მსგავსი სიუჟეტების მორგება, მაგრამ ამას შესაბამის დროის ინტერვალში ატევენ. მოცემულ შემთხვევაში კი კინემატოგრაფიული ტექნიკა მთელი თავისი არსით გადმოვიდა ბრენდის ნამუშევარში.

პირველი გადაკვეთა ბრენდთან: დადებითი განწყობა, როგორც გზა მომხმარებელსა და მის მომავალ გადაწყვეტილებას შორის

როგორ დაპატარავდა კომპიუტერები? — ისტორია