ლუქს კლასის სასტუმრო “Ritz-Carlton”-მა 119 წლის შემდეგ პირველი რებრენდინგი განახორციელა. რებრენდინგის ფარგლებში სასტუმრომ ახალი საფირმო ნიშანი, სტილი და პოზიცია აირჩია, რომელიც მთელი წლის მანძილზე სასტუმროს 89 ქსელში დაინერგება.
ბრენდი “Ritz-Carlton” 1896 წელს შვეიცარიული რესტორატორის ცეზარ რიცის ინიციატივით დაარსდა. 1898 წელს, პარიზში რიცმა პარტნიორ ალფრედ ბეემთან ერთად პირველი სასტუმრო “Hоtel Ritz” გახსნა. ბრენდი ყოველწლიურად ვითარდებოდა და ფართოვდებოდა.
1996 წელს 200 მილიონ დოლარად აქციების 49 % ჰოლდინგმა “Marriott International”-მა შეიძინა. მომდევნო წელს “Marriott International”-მა 311 მილიონ დოლარად საკონტროლო პაკეტი შეიძინა.
საუკუნეზე მეტი განვითარების, ცვლილებების და შეძენილი ავტორიტეტის შემდეგ, რებრენდინგის საშუალებით “Ritz-Carlton”-ი ახალი თაობის მომხმარებლის მოზიდისთვის, სტატუსის შენარჩუნებისთვის და გლობალური ცვლილებებისთვის ემზადება.
ლოგოს ახალ ვერსიაში შეიცვალა შრიფტი, ემბლემის პროპორცია და ბრენდს ახალი ფერი დაემატა – ცისფერი, რომელიც დიზაინერების აზრით სტაბილური ხარისხის და გამოცდილების შთაბეჭდილებას ქმნის.












