in

ტუალეტის ქაღალდის სევდა! – მისი თვალით დანახული სამყარო და გზა საკუთარი თავის მიღებამდე

„მე ტუალეტის ქაღალდად დავიბადე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემი ცხოვრება მარტივია…“

სააგენტო Cream&Rascal-მა კომპანია Endless Earth-ისთვის ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ბრენდი ძალიან ორიგინალურად გვიყვება, ბუნებაზე ზრუნვის კუთხით, როგორ მივიდა ტუალეტის ქაღალდის გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებაზე.

„მე ტუალეტის ქაღალდად დავიბადე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემი ცხოვრება მარტივია… დროთა განმავლობაში, ყველაფრის წმენდა ვისწავლე. იცით, როგორია შეგრძნება, რომელიც ყოველდღე მუშაობას მოაქვს? შეგრძნება, რომელიც ადამიანების მიერ, შენკენ გამუდმებით ნაგვის სროლას მოჰყვება?

საკმარისად იღბლიანი არ აღმოვჩნდი, წიგნი რომ ვყოფილიყავი.

მე ტუალეტის ქაღალდი ვარ. ნელ-ნელა იმის მიღება დავიწყე, ვინც ვარ… და საკუთარი მომავლის შეცვლა გადავწყვიტე. ფაქტობრივად – ყველას მომავლის. ასე, ჩემი პლასტმასის შეფუთვა მოვიშორე და მის ნაცვლად, გადამუშავებადი მასალა მოვირგე. ვხვდები, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია სამყაროზე ზრუნვა.

ამიერიდან, შეგიძლიათ, კარგი რულონი დამიძახოთ!“.

 

ქირავდება ოკეანე – გვანცა ჯგუშია

Hellocean-ის მიერ შექმნილი ჩინური ჩაის დიზაინი