15
აგვ
2018

ისრაელში რუბიკის კუბის განახლებული დიზაინი და ციფრული ვერსია შექმნეს

15 აგვ 2018

veon
veon


დღეს ტექნოლოგიები აქტიურად ვითარდება და ეს გასაკვირი აღარავისთვისაა. თუმცა, ზოგჯერ, სიახლეები ისეთ რამეს ეხება, რატომღაც, აქამდე რომ არც გვიფიქრია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი რუბიკის კუბის თანამედროვე დიზაინი და ციფრული ვერსია შეიქმნა. სათამაშოს სახელიც ახალი აქვს – ტექნოლოგიურ სამყაროში ის GoCube-ად წარადგინეს.

როგორც ბავშვობაში ვეძახდით „კუბიკ – რუბიკი“ უნგრელმა პროფესორმა Ernő Rubik-მა 1974 წელს შექმნა. ის წლების შემდეგ, ყველა დროის, ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ აღიარეს: 70-იანებიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, 350 მილიონი ფერადი კუბი გაიყიდა. საქმე თავიდანვე ძალიან სერიოზულად იყო: იქმნებოდა გაერთიანებები და იმართებოდა შეჯიბრებები, ვინ უფრო მალე ააწყობდა სათამაშოს. სხვათა შორის, მსოფლიო რეკორდი 4.22 წამია. 

სათამაშოს ტექნოლოგიური ვერსია ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა Particula წარადგინა. ორიგინალის მსგავსად, ახალი კუბიც 6 მხარისა და თითო მხარეს 9 პატარა კვადრატისგან შედგება. თუმცა, ორიგინალისგან განსხვავებით, GoCube-ის ყოველი მომდევნო ბრუნი წინას კვალდაკვალ მიჰყვება. აპლიკაციის საშუალებით, შესაძლებელია სათამაშოს მარტო ან ჯგუფურად, მეგობრებთან ერთად აწყობა. ციფრულ ვერსიას, 54-ის ნაცვლად, 12 საათის ისრის მიმართულებისა და 1 მის საწინააღმდეგოდ მოძრაობის სენსორი აქვს. წესებსა და დეტალებს, მოთამაშეს, აპლიკაცია უთითებს.

 

როგორც Particula-ს წარმომადგენლები ამბობენ, GoCube მხოლოდ სათამაშო არ არის, ის ანალიზის, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და დიზაინის აღქმის უნარსაც კი ავითარებს.

GoCube-ის შეძენა უკვე შესაძლებელია. ფასი, „ონლაინ“, წინასწარი შეკვეთისას $69, მაღაზიებში კი $119-ია.

განხილვა