in

რობი უილიამსი “Cafe Royal”-ის სარეკლამო სახე გახდა

ჯორჯ კლუნს და ნესკაფეს კონკურენტი გამოუჩნდა, ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი ყავის ბრენდის “Cafe Royal”-ის სახე გახდა.

სარეკლამო რგოლი პირველად უილიამსის ახალი ალბომის პრეზენტაციაზე აჩვენეს. რეკლამის საუნდტრეკიც ახალი ალბომიდან შეირჩა.

ვიდეოში მომღერალმა საიდუმლო აგენტი ითამაშა – “ყავის სამყაროს ახალი საიდუმლო აგენტი ჰყავს, რომელიც ნამდვილი არომატის დასაცავად ძალებს არ დაიშურებს”.

რეკლამა ექშენის სტილში გადაიღეს. უილიამსი საიდუმლო დავალებას იღებს და როგორც ყველა აგენტი მასაც მოუწევს სახურავიდან ჩამოხტომა, დანაღმულ  გზაზე სიარული და ა.შ.

http://youtu.be/lcNrdKoTmZc

VERSACE-ს ღვთიური რეკლამა

რუსულმა ტელეარხმა -“TNT”-მ ქუჩაში ცოცხები გამოფინა!