ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ბეზ ლურმენმა, რომელმაც კინომანებს ისეთი არაჩვეულებრივი ფილმები შეუქმნა, როგორებიც Romeo+Juliet, Moulin Rouge! და The Great Gatsby-ია, ამჯერად, საზოგადოებას H&M-ისთვის მომზადებული შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა. შვედური ტანსაცმლის ბრენდის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც მის ბოლო კოლექციას Erdem x H&M-ს წარმოადგენს საოცარ კადრებს, ულამაზეს ადგილებს, ფერებს და სიყვარულის ისტორიას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაახლოებით 4 წუთიანია, რეჟისორი მის შექმნას ისეთივე სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგა, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმების შექმნის დროს, ალბათ სწორედ ამიტომაც არის სანახაობა ასეთი თავბრუდამხვევი.










