in

ნაყოფიერი გუნდური შეხვედრების საიდუმლო

სამსახურეობრივი შეხვდრები silo მენტალიტეტის ფარგლებში, რომელიც კომპანიის სხვადასხვა განყოფილებას შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს, ზოგიერთ შემთხვევაში არანაყოფიერია და იმედგაცრუებასთან, დროის ფუჭ კარგვასთანაა ასოცირებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უმეტესწილად, განსხვავებულია განყოფილებების ინტერესები, რაც ერთობლივი მუშაობის დროს ეფექტურობის შემცირებას და დაზიანებული კორპორატიული კულტურის განვითარებას იწვევს. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემების გადაჭრის სწრაფი, მარტივი გზა, რომელსაც “მოთხოვნა” ეწოდება. ეს პროცესი საშუალებას გაძლევთ, საწყის ეტაპზევე მოითხოვოთ აქტიური შეხვედრები, ცალკეული საკითხების განხილვა და შედეგად, პრობლემაც ყოველგვარი ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე მოგვარდება.

აქ მოცემულია 5 მთავარი გასაღები, როგორ შეიძლება დიდი “მოთხოვნის” მიღწევა.

1) კონტექსტის შექმნა

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადრე განხილული თემების კვლავ გამეორება, შეხვედრის დასაწყისში გუნდს შეახსენეთ, რა საკითხები გაიარეთ ბოლო შეხვედრის დროს. საუბრის ძირითადი თემის და საბოლოოდ მიღწეული კონსენსუსის შეხსენებით ყველა თანამშრომელს ერთ ხაზში აყენებთ – მათ წარმოდეგნა ექმნებათ, როგორ გაგრძელდება შემდგომი შეხვედრა.

2) პრობლემის ან შესაძლებლობის გამოცხადება

შეხვედრის დროს ყველა ადამიანს სჭირდება კონკრეტული პრობლემის თვალსაჩინოდ დანახვა, შესაძლებლობების განხილვა და ძიება. მკაფიოდ გაუსვით ხაზი, რა დაბრკოლების წინაშე იმყოფებით და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. ასე თქვენ მათ კონცენტრირებას “აიძულებთ”. მაგალითად, დაიწყეთ ასე: “ჩვენი პროდუქტის ჩაშვება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დროში შეფერხება – ეს თავის მხრივ იწვევს გუნდური მუშაობის დისბალანსს, არეულობას… თუმცა შეგვიძლია, თითოეული გუნდიდან საჭირო ადამიანების საქმეში ჩართვა, რათა იუირიდული საკითხები მალევე მოგვარდეს”.

3) ეტაპობრივად წარმოადგინეთ გზა “გასასვლელამდე”

როდესაც პრობლემა მნიშვნელოვან საკითხებს და ინვესტიციას ეხება, შეუძლებელია, მხოლოდ ერთი დღის, რამდენიმე საათიანი განხილვის შედეგად მოგვარდეს. ამიტომაც, შეხვედრა დაიწყეთ იმ კრიტერიუმების ჩამოთვლით, თუ როგორ განსაზღვრავთ, რას ნიშნავს წარმატება მოცემული შეხვედრისთვის და რისი შესრულება გსურთ კონკრეტული დროის განმავლობაში. მაგალითად, ”დღეს ჩვენი მიზანია, კოლექტიური გეგმის ერთად განხილვა და იდენტიფიცირება, რა არის დასახვეწი, გასავითარებელი”. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ყველას ყურადღებას საჭირო საკითხებზე ამახვილებს.

4) უხელმძღვანელეთ მათ ჟესტებს

აუცილებელია, მონაწილეებს აუხსნათ, როგორ შეუძლიათ დასახულ მიზნებში საკუთარი წვლილის შეტანა, რადგან მითითებების არ არსებობის შემთხევვაში, ადამიანებმა შესაძლოა, არასწორი გზა აირჩიონ და ფუჭად დაკარგონ გონებრივი თუ ფიზიკური რესურსი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცხადია თქვენთვის იდეა, რადგან ყველა ერთგვარად არ უყურებს და აღიქვამს მას, ამიტომ მოსალოდნელია იდეის დეტალებში ჩაკარგვა. შეგიძლიათ, თანამშრომლები ამგვარად დააინტერესოთ: “ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იდეა. ჩვენ კი დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ თქვენი დეპარტამენტის გარეთ.”

ასევე, შეხვედრის დროს ყოველთვის გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ თქვენ აქ არა თუ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების, არამედ მრავალფეროვანი იდეების მოსასმენად და მისაღებად ხართ შეკრებილნი.

5) თანამშრომლებს საშუალება მიეცით, თავად გაამახვილონ ყურადღება რაიმე საკითხზე

შეხვედრის პირველი ოთხი ეტაპის შემდეგაც კი, თანამშრომლებს შესაძლოა, რაიმე დამატებით საკითხზეც სურდეთ ყურადღების გამახვილება. ამიტომ, მიეცით საშუალება და სივრცე, თავად წამოაყენონ თემა, რომელსაც მათი აზრით, მეტი აქცენტირება სჭირდება. ეს ყველა მათგანს სიმშვიდისა და “თავისუფლების” შეგრძნებას მოგვრის.

დასასრულს კი აუცილებლად გადაამოწმეთ სხვაობა და მსგავსება, რისი განხილვა და გაკეთება გსურდათ და რა მიიღეთ შედეგად, შეძელით თუ არა სასურველი გეგმის შესრულება. ასევე, მნიშვნელოვანია, მუდამ აკონტროლოთ, როგორ გარდაიქმნება თეორია პრაქტიკად, სიტყვები – საქმედ და როგორ უმკლავდებიან ამას თანამშრომლები.

წყარო: HBR



Burger King-ის რებრენდინგი და კლასიკური ლოგოს დაბრუნება

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 “Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი” გახდა!