12
Feb
2015

“კამიკაძე” წიგნი – James Patterson-ის პროექტი

12 Feb 2015



ჯეიმს პატერსონი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქმე მის ახალ წიგნს Private Vegas-ს ეხება, რომლის წაკითხვაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მწერალმა წიგნის ბომბთან ერთად გაყიდვა გადაწყვიტა. 1000 ელექტრონული წიგნი, რომელიც წაკითხვის შემდეგ ნადგურდება და ერთი რეალური წიგნი რეალური ბომბით თავისუფალ გაყიდვაში იმყოფება.

წიგნები, რომლებიც თავისით ნადგურდება მწერლის ოფიციალურ საიტზე იყიდება. მას, ვისაც გაუმართლებს და იმ 1000 მკითხველს შორის მოხვდება უნდა გაითვალისწინოს, რომ წიგნი ყიდვიდან 24 საათში ნადგურდება.

მეორე უფრო ექსტრემალური, ერთადერთი ეგზემპლარი $294 038 ღირს. წიგნში ელექტრონული დისპლეია, რომელიც დროს გითვლით. სარეკლამო რგოლს თუ დავუჯერებთ წიგნში ნამდვილი ბომბია მოთავსებული.

განხილვა