in

როგორ ვლინდება „სიმფსონების“ გავლენა ხელოვანებზე

დაზუსტებით ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ შემოქმედებით ადამიანებს The Simpsons უყვართ, თუმცა ფაქტია — ამ ანიმაციამ დიდი გავლენა იქონია მარკეტინგისა და დიზაინის ინდუსტრიაზე. ეს იდეალურად ჩანს Blue Monday-ის მიერ გამოცემულ კოლექციაში, სახელწოდებით Evergreen Fantasies. წიგნი მრავალ დისციპლინას მოიცავს, დაწყებული კერამიკითა და კოლაჟებით, დასრულებული ვიტრაჟებით, კომიქსებით თუ არატრადიციული მასალებისგან დამზადებული ნამუშევრებით.

„იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც The Simpsons ტელევიზიაში გადიოდა, ის მუდმივად შთააგონებდა არტისტებს. ეს წიგნი არის ხარკი არა მხოლოდ სიმფსონებისთვის, არამედ თავად მხატვრებისთვის, მათი შემოქმედებითა და მრავალი ხერხით, რომლითაც შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთი შექმნათ“, — აცხადებს გამომცემელი.

ზოგადად, ადამიანებს ნებისმიერ საკულტო შოუსთან უყვართ პარალელების გავლება — უფრო კონკრეტულად, რეალურ და ანიმაციურ სცენებს შორის. სიმფსონების პერსონაჟების, ამბების და ფრაზების უზარმაზარი ასორტიმენტი კი ღრმად დამკვიდრდა თანამედროვე კულტურაში. შოუს კულტურული ზეგავლენის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ არტისტების დიდი ყურადღებაა მისი სამყაროსკენ მიპყრობილი.

„ვცდილობდი, ნამუშევრების უზარმაზარი რაოდენობა შემეკრიბა სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში, რათა არა მხოლოდ თითოეული პერსონაჟის სახე წარმომეჩინა, არამედ მათი გამოყენების მრავალი გზაც მეჩვენებინა. ხელოვნების ისტორიის მანძილზე მხატვრები თავიანთი კულტურული ისტორიების ვიზუალიზაციას ცდილობდნენ საკუთარი ინდივიდუალური გზით. ამავე კუთხით, წიგნში მოყვანილმა მხატვრებმა სპრინგფილდის სამყაროსა და მისი იკონოგრაფიის ასპექტები აითვისეს და სრულიად თავისებურად გარდაქმნეს“.


როგორ უნდა მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა მომხმარებელთა ინსაითებით?

რადიაცია და სიცოცხლე – რა საფრთხეებს გვიქმნის ის