in

„გემო, რომლისთვისაც ღირს დნობა“ — ანუ, როგორ შეეწირა თოვლის კაცი McDonald’s-ს

McDonald’s-მა გადაწყვიტა, საშობაო სეზონისთვის ზამთრის ბურგერებთან დაკავშირებული კამპანია შეექმნა. ბრიფი მოიცავდა ძლიერ წინადადებას, რომ კომპანიას ჯადოსნურობით გადალახულ დაბრკოლებებთან უნდა ჰქონოდა გარკვეული კავშირი.

ამიტომაც, კრეატიულმა სააგენტომ TBWA Latvia რეკლამის მთავარ პერსონაჟად თოვლის კაცი გამოიყენა, რომელიც მთელი სიუჟეტის განმავლობაში ერთი მიზნისკენ მიდის — ცდილობს, მაკდონალდსის ბურგერები იპოვოს. სლოგანიც შესაბამისია „გემო, რომლისთვისაც ღირს დნობა“, რადგან ეს, სავარაუდოდ, თოვლის კაცის პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა იქნება… თუმცა, როგორც ჩანს, გემო იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსხვერპლი ნამდვილად ღირს.

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის 2022 წლის სტატისტიკა

ასეთი იყო სააგენტო „ქუიქის“ 2022 წელი