28
Jan
2019

პირით კონტროლირებადი, უჩვეულო ჟღერადობის სინთეზატორი – The Soma Pipe – UPDATE

28 Jan 2019

veon
veon


მუსიკალური ინსტრუმენტების გამოფენა-გაყიდვის ყოველწლიურ ფესტივალზე NAMM, გულის ფორმის სათვალიანი ბიჭი, რომელსაც საკუთარ თავს Lordblobbie-ის უწოდებს, სასიამოვნო ჟღერადობის უნიკალურ მუსიკალურ ისტრუმენტზე უკრავდა, სახელად, The Soma Pipe. საკრავი მიკროფონთან კონტაქტის საშუალებით მუშაობს, ხმის მოდულაციას კი, ჩაბერვით, სუნთქვითა და ციფერბლატზე დამაგრებული პატარა, მბრუნავი სახელურით ახერხებს. რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ამ საკრავს ლაზერული სხივების, ჩიტების ჭიკ-ჭიკის, ბითბოქსინგის, დრამებისა და ვეშაპის ხმის გამოცემაც კი შეუძლია.

Soma Pipe რუს გამომგონებელს, ვლად კრეიმერს ეკუთვნის. მას აქვს მოდულირების 12 განსხვავებული ალგორითმი, მათ შორის: Orpheus, Octava, Pulse და Harcho და სამი სახის დრამი. როგორც ლორდბლობი ამბობს, მას წლები დასჭირდა ვლადის დასარწმუნებლად, მისთვის ერთ-ერთი „ფაიფი“ მიეყიდა. უცნაური სინთეზატორის ღირებულება $600-ია. კარგი ჟესტისთვის, ლორდბლობის საკრავის დიზაინში ვლადმა „რობის ფაიფი“ მიაწერა (ლორდბლობის ნამდვილი სახელი).

ვლადი ირწმუნება, რომ ფაიფით მღერაც შესაძლებელია. ეს ინსტრუმენტია, რომელიც სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობას გაძლევს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დასაწყისისთვის, რაიმე განსაკუთრებულ მუსიკალურ ნიჭს არ საჭიროებს იმისთვის, რომ დაკვრით სასიამოვნო ჟღერადობა გამოსცე.

განხილვა