in

„მე, მესამე თაობა ვარ, რომელიც [ანაკლიის] პორტის მშენებლობას ელოდა“

ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. პირველი სამუშაოები 60-იან წლებში დაიწყო – აშენდა ზღვაში შეჭრილი ნაგებობა გემების მისადგომად. ჩვენამდე მოღწეული, პირველი ოფიციალური დოკუმენტი, პროექტის მონახაზი, 1974 წლით თარიღდება. 1980-იანი წლებიდან კიდევ რამდენჯერმე გახდა ეს საკითხი აქტუალური. საბოლოოდ, ანაკლიაში ნავსადგურის ასაშენებლად, საზღვაო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. ოჯახებიდან, თაობები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. „მე, მესამე თაობა ვარ, რომელიც ამ პორტის მშენებლობას ელოდა. ვიღვიძებთ ამით ჩვენ, ვიძინებთ ამით, რომ ანაკლია უნდა იყოს პორტი და გახდეს ერთ-ერთი ინდუსტრიული ქალაქი”, – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, თორნიკე ბუბუტეიშვილი. 

BOG
BOG

https://www.facebook.com/AnakliaPort/videos/337533637117088/UzpfSTEwMDAwMDM2NTg2NDIzOTpWSzoxMDkzMDA3NjUwODgzNDgz/?comment_id=1093012967549618&notif_id=1554280982217324&notif_t=group_comment_mention

რგოლი, სოციალურ ქსელში, პროექტის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა, მთავარი გზავნილი კი #ჩვენვაშენებთანაკლიას არის. ვიდეოში საუბარია, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობივი მაცხოვრებლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა.

ნეიროსტიმულატორი კონცენტრაციის, სწავლისა თუ აზროვნების პროცესის გასაუმჯობესებლად

Western Union-ს ახალი ლოგო აქვს