18
Jul
2019

Ford-მა პიკაპის ნამდვილი ემოჯი შექმნა

18 Jul 2019



ავტომობილის შექმნა ავტომწარმოებლისგან სულაც არაა გასაკვირი. აი, ნამდვილი ემოჯის გამოგონება კი რაღაც ახალია. Ford-მა პიკაპის მოდელის ემოჯი შექმნა და ამასთან დაკავშირებით, სახალისო ვიდეორგოლიც გადაიღო. როგორც კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, კამპანიის მიზანი იყო ცნობადობის გაზრდა, რომ პიკაპის ემოჯი, მომავალ წელს, ჩვენს სმარტფონებში მოხვდეს. პრინციპში, არცაა გასაკვირი ასეთი მონდომება, რადგან სმარტფონებში მოსახვედრად უამრავი ემოჯია წარდგენილი. რატომ უნდა დაემატოს პიკაპის ემოჯი? კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პიკაპი, როგორც ბაზრის ლიდერი თავის კატეგორიაში, იმსახურებს ციფრულ სამყაროში ამგვარ დაფასებას.

განხილვა