ლიეტუველი ხელოვანი მინდაუგას დუდენასი ცნობილია თავისი მინიმალისტური გრაფიკული ნამუშევრებით. გამონაკლისი არც მისი ბოლო პროექტი Type in Motion-ია, რომლის მიზანიც სიტყვების მნიშვნელობის ორიგინალურად წარმოჩენაა. იდეის განსახორციელებლად მინდაუგასმა ყოველდღიური, ხშირად გამოყენებადი სიტყვები მოძრაობაში მოიყვანა და მათ სახალისო, განსხვავებული ვიზუალი მოარგო.





























