დღეისათვის მსოფლიოში კრიპტოვალუტის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. ციფრული ფული, ჩვენს ცხოვრებაში აქტიური ადგილის დასაკავებლად, ყოველდღიურად ახალ ნაბიჯებს დგამს.
ახალი მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 40 000 დოლარამდე გაიზარდა და შედეგად, მიმოქცევაში მყოფი ყველა ბიტკოინის ღირებულება 700 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს.
Ether – Ethereum ქსელის კრიპტოვალუტა, ახლა 140 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. მას მოჰყვება ნაკლებად ღირებული კრიპტოვალუტების გრძელი სია, მათ შორისაა Tether (22 მილიარდი დოლარი), Litecoin (11 მილიარდი დოლარი) და Bitcoin Cash (8 მილიარდი დოლარი).
ითვლება, რომ ბიტკოინის დამფუძნებელი სატოში ნაკამოტო დაახლოებით 1 მილიონ ბიტკოინს ფლობს. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ მაშინ იქნა მოპოვებული, როდესაც კონკურენცია დაბალი იყო და სულაც არ ფასობდა ციფრული ვალუტა. მართალია, გაუფასურება და ღირებულების გაზრდა არასტაბილურად ენაცვლებოდა ერთმანეთს, თუმცა როგორც ჩანს, მისი მოპოვება დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.