in

„ვინილის ქარხანა“ იმერსიულ გამოფენას მასპინძლობს

The Vinyl Factory: Reverb ამ ზაფხულს ხელოვნებისა და მუსიკის შერწყმას აზიარებს სტუმრებს და ამას 100 ხელოვანზე მეტის იმერსიული AV ინსტალაციით გააკეთებს. ამ სივრცეში მუსიკა, ფილმი, ვიზუალური ხელოვნება და Live შესრულებები ერთიანდება. გამოფენა Vinyl Factory-ის კოლექციას გვაჩვენებს და ბოლო 20 წლის მანძილზე მუსიკოსებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობის შესახებ ჰყვება. 

BOG
BOG

ნამუშევრებს შორის გამორჩეულია Theaster Gates-ის მიერ შექმნილი Amplified, ხმის ინსტალაცია, რომელიც ღამით Live შესრულებას ჰპირდება მნახველს. გამოფენის ყველაზე დინამიკური ელემენტია, რომელზეც სახელგანთქმული და ახალბედა მუსიკოსების სიაცაა დატანილი, შესრულებებით, რომლებიც პირდაპირ The Vinyl Factory Lathe-ზეა ჩაწერილი.

Record Room კი დიზაინერ ბენ კელის ეკუთვნის, სადაც გამოფენილია Vinyl Factory-ის მიერ შექმნილი ვინილის ფირფიტები თავისივე ისტორიული პრესით. 100 იშვიათი ვინილის ჩანაწერიც გვხვდება, რომლის ავტორებად ისეთი ხელოვანების სახელებს ვკითხულობთ, როგორებიცაა Nan Goldin, Pipilotti Rist, Mica Levi, Marina Abramovic, Grace Jones, Yussef Dayes, Fred Again, Ragnar Kjartansson, Massive Attack, Daft Punk, The xx და მრავალი სხვა. 

180 Studios-ს გამოფენა კულმინაციას აუდიოს გურუდ წოდებული დევონ თერნბულის Hi-Fi Listening Room-ით აღწევს, რომელიც ინტიმურ და უნიკალურ მოსმენის გამოცდილებებს ჰპირდება ლონდონში ჩასულ სტუმრებს. აქ დინამიკების კედელიც გვხვდება, რაც არსებული მუსიკის ფონზე მედიტაციის შესაძლებლობას ქმნის. ახლა კი ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სჯობს, თავად ნახოთ:

 

Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო კორპორაციული ავტომობილი Geely Emgrand წარუდგინა

ერთობა და გართობა ლუმოსური ელფერით მთაწმინდაზე