in

სისხლის დონორთა ცოცხალი ბილბორდი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო “NHSBT”-მა სისხლის დონაციის მხარდასაჭერად უნიკალური ბილბორდი დაამზადა, რომლის უნიკალურობაც მისი ტექნოლოგიური მახასიათებლებით და ეფექტური მესიჯით გამოიხატება.

ადამიანი, რომელიც ბილბორდის წინ ჩაივლიდა დაინახავდა პოსტერს, რომელზეც დონორის მოლოდინში მყოფი პაციენტია გამოსახული. ის, ვინც ბილბორდთან გაჩერდება და სმარტფონს ხელთან მიიტანს, ნახავს, როგორ უკავშირდება ტელეფონი ბილბორდს და ეკრანზე ვირტუალური სისხლის გადასხმა იწყება. სმარტფონიდან სისხლი ბილბორდს მიეწოდება და სისხლის გადასხმის შემდეგ ბილბორდზე “NHSBT”-ის და  პაციენტის მადლობის ტექსტი იწერება.

მოლდოველი ფერმერების ვიდეო, პასუხი რუსულ სანქციებს და განადგურებულ პროდუქტს

ფილიპ კოტლერისა და გარი არმსტრონგის მარკეტინგის პრინციპების ახალი, მე-14 გამოცემა ქართულ ენაზე