პორტუგალიურმა სარეკლამო სააგენტო “Torke+CC”-მა სისხლის ბანკისთვის სისხლსაცავის შექმნა გადაწყვიტა. პროექტის ყურადღება მათმა გადაწყვეტამ მიიპყრო, საცავის პოპულარიზაციისთვის ცნობილი სერიალი The Walking Dead-ი გამოიყენეს.
საცავში, რომელიც ამავდროულად მაღაზიაცაა, მხოლოდ ერთადერთი ვალუტაა – სისხლი. მაღაზიაში შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, რომელიც თემატურად The Walking Dead-ს და ზომბებს უკავშირდება.
ამ წამოწყების გარშემო სოციალურ ქსელში დისკუსიები მიმდინარეობს. აქცია პორტუგალიის საზღვრებს გასცდა და მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, როგორც საუკეთესო მაგალითზე თუ როგორ შეიძლება რეკლამამ ნემსის შიში დაგავიწყოთ.
შედეგი: დონორების რაოდენობა 51% გაიზარდა