8
Nov
2019

სოციალური მედიის გაუფილტრავი ინფორმაცია – The Wall Street Journal-ის კამპანია

8 Nov 2019

Elit Electronics
Elit Electronics


The Wall Street Journal პოზიციონირებს ისე, როგორც ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს მცდარი ინფორმაციის მიღებისა და დაბნეულობისგან აზღვევს. რაც სოციალურ მედიაში ციფრული გზავნილების პარალელურად, სულ უფრო რთულდება.

 

სწორედ ამიტომ, ბრენდში საჭიროდ მიიჩნიეს კამპანიის, სახელად, Read Yourself Better წამოწყება.

რეკლამის შემქმნელი სააგენტოს – The&Partnership-ის წარმომადგენლები კამპანიის მიღმა არსებულ სათქმელს გვიზიარებენ, რაც უკავშირდება იმ სირთულეს, ადამიანებს რომ მედიალანდშაფტის აურაცხელი ოდენობის წყაროებიდან იმის გარჩევა უწევთ, ვის ენდონ და ვის – არა. სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ამბობენ, რომ The WSJ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობთ, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას ქმნის.

გარდა ამისა, რეკლამის სათქმელი ისიც არის, რომ ცოტას კითხვით მნიშვნელოვანი რამ არავის შეუქმნია.

ნამუშევარში გამოყენებულია არტისტ მორტ გარსონის 1976 წლის ალბომ plantasia-დან მუსიკა, სადაც მელოდია იმისთვის იქმნება, რომ მცენარეები გაიზარდონ. ეს კონცეფცია კი ზუსტი პარალელია ჟურნალისთვის, რომელიც ადამიანებს კრიტიკულ მკითხველებად ზრდის.

 

განხილვა