in

The Way of Wrath – ახალი, სრულიად ქართული RPG თამაში Kickstarter-ზე კამპანიას იწყებს

1 თებერვლიდან, შესაძლებლობა გექნებათ, თამაშის უფასო დემო ვერსია პირველებმა გამოცადოთ. 

Sporti
Sporti

1 თებერვლიდან, “The Way of Wrath” – ქართული RPG თამაში (როლური თამაში) Kickstarter-ზე კამპანიას იწყებს, რომელიც 1 თვეს გასტანს და ამ დროში, მსურველებს საშუალება ექნებათ, თამაშის წინასწარ გაყიდვებზე ფასდაკლებით ისარგებლონ.

ასევე, 1 თებერვლიდან, იმ შემთხვევაში, თუ Kickstarter-ზე ამ თამაშის მიმდევარი გახდებით, მისი უფასო დემო ვერსიის გამოცდის შესაძლებლობაც მოგეცემათ.

The Way of Wrath 100%-ით ქართული პირველი ფართომასშტაბიანი კომპიუტერული RPG თამაშია, 30+ საათიანი გეიმფლეით, – გვიხსნის დათო კიკნაველიძე – თამაშის თანაავტორი, არტ დირექტორი.

The Way of Wrath პრეისტორიულ ბრინჯაოს ხანაში მიმდინარე, შამანური კანონების მქონე ანტიკურ სამყაროში მოთხრობილი, ტაქტიკური RPG თამაშია. სიუჟეტი კი ასეთია: Thein- თეინის ტომი იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა და ახლა ძველი ციხის ნანგრევების ხაფანგშია მოქცეული. ისინი მასობრივი ალყისთვის ემზადებიან. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ სამყაროში ისეთი პერსონაჟებიც გვხვდებიან, რომლებთან გადაკვეთამაც შეიძლება, სრულიად შეცვალოს სიუჟეტის განვითარება. მაგალითად, ვინმეს თუ დაუმეგობრდი, შეიძლება, ამით სხვა გადაიმტერო და სხვ.

ესაა თამაში, რომელსაც განვითარება აქვს იმის მიხედვით, თავად მოთამაშე რას მოისურვებს, – დათო კიკნაველიძე.

მოკლედ რომ ვთქვათ, The Way of Wrath კომპლექსური თამაშია – გარდა ბრძოლისა, აქ შესაძლებელია: თევზაობა, ნადირობა, მინიგეიმები კომპანიონებთან ერთად… და ესეც არასრული ჩამონათვალია იმ გამოცდილებისა, რომელიც თამაშს მოაქვს.

როგორც დათოსგან ვიგებთ, მას შემდეგ, რაც წლის ბოლოსთვის თამაშის უკვე სრული ვერსიის რელიზი ჩაეშვება, პროექტზე მუშაობის თითქმის 4 წელიც შესრულდება.

თამაში შესაძლებელი იქნება შემდეგ მოწყობილობებზე: PC, PlayStation, Nintendo, Xbox.

The Way of Wrath-ის სეგმენტს, მისი სიუჟეტისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მოიცავს 18+ ასაკობრივი კატეგორია და უფრო ზუსტად ისინი, ვისაც RPG თამაშები ხიბლავს.

შეგახსენებთ, რომ Kickstarter-ის კამპანია, რომელიც 1 თებერვალს დაიწყება, 1 თვეს გასტანს და თამაში ფანდრაიზინგის მეშვეობით, უფრო დემოკრატიულ ფასში იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შემდეგ, Kickstarter-ზე გაყიდვები შეწყდება და საბოლოო თამაშის გამოსვლასთან ერთად, The Way of Wrath ხელმისაწვდომი იქნება Steam-ზე, GOG-სა და სხვა ონლაინ რესურსებზე.

მოთამაშეებს თამაშის €15-იანი, €40-იანი, €80-იანი, €5000-იანი ვერსიების შეძენა შეეძლებათ.

ავტორი: თიკა გეგენავა


„რომელი ხარ შენ?“ – დავით გოგიჩაიშვილი

დედამიწაზე 23 წლის განმავლობაში, რეკორდული, 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა