British Airways-მა სარეკლამო სააგენტო BBH-ის და British Academy of Film and Television Arts (BAFTA) ნომინანტ რეჟისორ-დოკუმენტალისტებთან ერთად სარეკლამო რგოლი გადაიღო.
რეკლამა დოკუმენტალურ სტილშია, რომლის კონცეფციაც რეჟისორებს სააგენტომ შესთავაზა. სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონა ჩიტრაზეა, რომელმაც 12 წელია ინდოეთი დატოვა და კანადაში წავიდა. ჩიტრა სახლში ბრუნდება, რათა ოჯახის წევრები და მოხუცი ბებია მოინახულოს.
რეკლამით “British Airways” ყურადღებას სახლის მნიშვნელობაზე ამახვილებს – “სტუმართმოყვარეობა თვითმფრინავიდან იწყება, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რათა თქვენი სახლში დაბრუნება კომფორტული იყოს”.












