in

ახალი წელი – ყველაზე რთული დრო

ვიტრინების გაფორმება საშობაო და საახალწლო განწყობის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ყველა მაღაზია ტრადიციულად იცავს.

სააგენტო “FCB Toronto”-მ ორგანიზაცია “Ontario Association of Interval & Transition Houses”-ის (OAITH) პროექტი “The Window Project” განახორციელა.

ყველაზე რთულია ძალადობის ფონზე საზეიმო განწყობის შენარჩუნება. პროექტი “The Window Project” ვიტრინის გაფორმებას გულისხმობდა, რომელიც ერთი შეხედვით საშობაო ვახშმის და თბილი გარემოს იერს ტოვებდა. ვიტრინასთან მიახლოების შემთხვევაში გამვლელი ხედავდა, რომ მანეკენი, რომელიც მამის როლს ასრულებს ცდილობს დედას დაარტყას. კრეატორებმა სცენის გაგრძელებაც გააკეთეს, რომელიც “sms”-s კოდის აქტივაციის შემთხვევაში თამაშდება. კოდის მიღება 5$ ღირდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელ ფონდში ირიცხება.

ჯეოსელმა ქუდზე კაცი გამოიძახა! ყველა გმირი ერთ ვიდეოში და იასამნისფერ ხალიჩაზე

ჟიზელ ბიუნდჰენის და “Chanel”-ის ინტიმური საუბრები