Netflix-მა ახლახან უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაერთიანებული ვერსიის — The Wonderful Story of Henry Sugar and Three More-ის ახალი თრეილერი გამოუშვა.
ბენედიქტ კამბერბეტჩი, რალფ ფაინსი, დევ პატელი და ბენ კინგსლი მხოლოდ რამდენიმე დიდი სახელია მათგან, ვინც ამ ფილმში გვხვდება. ანდერსონის სტილით გაჟღენთილი ვიზუალური მხარე სიმეტრიულობით, პასტელური პალიტრებითა და შესაბამისად გადანაწილებული სინათლით ხასიათდება. სიუჟეტურად კი საკმაოდ მრავალფეროვანი ფლანგები იშლება — სხვადასხვა ამბავი ცოცხლდება, განსხვავებული ხასიათისა და განწყობის.
ანთოლოგია Netflix-ზე 15 მარტს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 88 წუთი იქნება. ფილმის მოკლე ვერსიები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალურად, თუ უპირატესობას ორიგინალ ფორმატში ყურებას ანიჭებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფილმი ერთი ავტორის — როალდ დალის ნამუშევარზეა დაფუძნებული, მათი სიუჟეტები დაკავშირებული არ არის, ასე რომ შეგიძლიათ, მოკლე ვერსიებს ნებისმიერი თანმიმდევრობით უყუროთ.
აღსანიშნავია, რომ The Wonderful Story of Henry Sugar-ის ანდერსონისეულმა ადაპტაციამ მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი live-action ფილმისთვის.












