19
Jun
2019

60 ადამიანის ტანზე დახატული ერთი დიდი ტატუ – momondo-ს კამპანია

19 Jun 2019

Elit Electronics


საერთაშორისო ტურისტულმა პორტალმა momondo კაცობრიობას ერთი დიდი გზავნილი მოუმზადა. საამისოდ, კომპანიამ 60 ადამიანისგან შექმნილი ცოცხალი ინსტალაცია წარმოადგინა. მონაწილეთა სხეულებზე კი კაცობრიობისთვის შექმნილი გზავნილი, ტატუს სახით, მოხატა. “მსოფლიოს ნაწილი” – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიისა და რასის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტის ავტორებს სურდათ, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, სამყაროს ერთიანობა წარმოეჩინათ. ამისათვის, ტატუს ოსტატმა მო განჯიმ, მოხალისეთა ზურგებზე ცალ-ცალკე ტატუ დახატა. ეს ტატუები ერთიან კომპოზიციას ქმნიან, როდესაც მონაწილეები წრეზე დგებიან. ტატუს მოხატვის შემდეგ, მონაწილეები ლონდონში შეიკრიბნენ, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და თავიანთი ცხოვრების შესახებ მოყვნენ. ასე იქნენ ცოცხალ ინსტალაციად.

 

განხილვა