პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნური აუზი – Deepspot მდეობარეობს, რომლის სიღრმეც 45 მეტრს აღწევს.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა მოწმობს, რამდენად სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს მისი არსებობა მოცურავეებისა და მყვინთავებისთვის. საქმე არა მხოლოდ სიღრმეს, არამედ მის ვიზუალურ მხარეს ეხება – ნანგრევები, გამოქვაბულები, სკულპტურები და არტეფაქტები ერთგვარ მისტიკურობას სძენს აუზს.
”აქ არ არის თევზები ან მარჯნის რიფები, ამიტომ ის ვერ შეცვლის ზღვას, თუმცა Deepspot ნამდვილად კარგი ადგილია ცურვის უსაფრთხო სწავლისა და ვარჯიშისთვის.” – ამბობს წყალში ყვინთვის ინსტრუქტორი.