პაკისტანში უსახლკარო ადამიანებზე სარეკლამო სააგენტო “BBDO Pakistan”-მა იზრუნა და კამპანია “The World’s First Billbed” წამოიწყო. უფრო სწორად, მათ “MoltyFoam”-ის მატრასების ისეთი ბილბორდი დაამზადეს, რომელიც უსახლკარო ადამიანებმა საწოლად გამოიყენეს.
კამპანია “The World’s First Billbed”-ის ფარგლებში პაკისტანის 7 ქალაქში 150 ცალი ბილბორდ-საწოლი დამონტაჟდა. პროექტს “Cannes Lions 2015”-ის ყურადღების გარეშე არ ჩაუვლია და Outdoor კატეგორიაში ბრინჯაოს ლომი მიიღეს.












