შეძლებთ წარმოიდგინოთ სატელევიზიო რეკლამა, რომლის დროსაც 2 წუთი საერთოდ არაფერი არ ხდება?- არა?!
სწორედ ასეთი უცნაური რეკლამა მობილურმა სერვისმა “Calm”-მა წარმოადგინა. როგორც მათი სატელევიზიო რეკლამა, ასევე თვითონ “Calm”-იც სპეციალურად დასამშვიდებლად და მედიტაციისთვის შეიქმნა.
“Calm”-ის კონცეფციის თავისებურებამ სარეკლამო რგოლზეც იმოქმედა და ყველასგან განსხვავებული, მშვიდი რეკლამა შეიქმნა. კონცეფციაზე სააგენტო “Dancing Aardvarks”-მა იმუშავა. მათ გადაღებულ რეკლამაში არც მუსიკაა, არც სლოგანი და არც მიმზიდველი გოგოები. არის მხოლოდ ბუნება და ბუნების ხმა, ანუ მსოფლიოში ყველაზე წყნარი რეკლამა.