ინტერნეტში, პირადი ინფორმაციისა და მონაცემების დაცვა აუცილებელია. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია „კარგი“ პაროლი. ანუ ისეთი, რომლესაც ვერავინ გამოიცნობს ან შემთხვევით „გაარტყამს“. უსაფრთხო სერვისების საერთაშორისო კომპანიას Splash Data ტრადიცია არც წელს დაურღვევია და „ყველაზე ცუდი პაროლების“ ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
2019 წლის ყველაზე მარტივი და შეიძლება ითქვას ბანალური პაროლები, რომელთა გამოცნობასაც დიდი შრომა არ სჭირდება ასე გამოიყურება:
1. 123456
2. 123456789
3. qwerty
4. password
5. 1234567
6. 12345678
7. 12345
8. iloveyou
9. 111111
10. 123123
11. abc123
12. qwerty123
13. 1q2w3e4r
14. admin
15. qwertyuiop
16. 654321
17. 555555
18. lovely
19. 7777777
20. welcome
სპეციალისტების თქმით, ინტერნეტ მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გააძლიერონ პაროლები, 2020 წელს უფრო დაცული რომ იყოს მათი „ექაუნთები“. ამ ცვლილებებისას კი აუცილებლად გაითვალისწინონ 2019 წლის „ყველაზე ცუდი პაროლების“ ჩამონათვალი და იგივე არც ერთ შემთხვევაში არ გაიმეორონ.