ბოლო პერიოდია, მარკ ზაკერბერგს მედიასთან ურთიერთობა აქტიურად უწევს. ეს Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ ხდება. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მან ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუზე უარი განაცხადა. როგორ იქცევა კლასიკური მედია ამ დროს? ალბათ, სხვა წყაროებზე დაყრდნობის ხერხს მიმართავს. თუმცა, როგორ იქცევა თანამედროვე მედია მაშინ, როცა ტექნოლოგიური გიგანტის – Facebook-ის შემქმნელი მას ინტერვიუზე უარს ეუბნება? ამის მაგალითი The Guardian-მა, 2 დღის წინ მოგვცა. გამოცემის ჟურნალისტებმა, ზაკერბერგის უარის შემდეგ, გადაწყვიტეს, ექსკლუზიური ინტერვიუ მის ჩეთბოტთან ჩაეწერათ.
ხელოვნური ინტელექტი, სახელად Zuckerbot სტუდია Botnik-მა შექმნა. ალგორითმი ზაკერბერგის ინტერვიუების, გამოსვლების, პოსტების ტექსტებით (200 000-ზე მეტი სიტყვა) გაწვრთნეს. ეს მონაცემები და Botnik-ის მოდელი წარმატებული აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, ხოლო The Guardian-იანის განცხადებით, ეს „ექსკლუზიური ინტერვიუ“ მეტად ინფორმაციულია, ვიდრე სხვა კომენტარები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში, ზაკერბერგისგან მოვისმინეთ…
Zuckerbot-თან ინტერვიუს, ვრცლად, შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. უნდა ველოდოთ, თუ არა სხვა ინტერვიუებს Zuckerbot-ისგან, ჯერჯერობით, არ ვიცით. თუმცა, ალბათ, რატომაც არა.
Mark Zuckerberg has given a lot of interviews since the Cambridge Analytica story broke – but he won’t speak to the Guardian.
So we fed his words into an algorithm and talked to it instead.
Here’s our *exclusive* interview with the Zuckerbot. https://t.co/4mggFtpv7o
— Julia Carrie Wong (@juliacarriew) December 22, 2019












