in , ,

კანის ფესტივალის გრან პრი სოციალურ კამპანიას The Immunity Charm

The Immunity Charm

კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე, ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, McCann Health-ისა და  McCann Worldgroup-ის  ერთობლივმა პროექტმა გრან პრი მიიღო. The Immunity Charm-ს  მთავარი პრიზი Cannes Lions Health კატეგორიაში გადაეცა. გარდა ამისა, კამპანიამ 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ლომის ქანდაკება მოიგო.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=e4ku5QXvrj0[/embedyt]

 

The Immunity Charm ადგილობრივ ტრადიციებსა და თანამედროვე მედიცინას აერთიანებს. ავღანეთში, ავი თვალისაგან დასაცავად, გიშრის სამაჯურს ყველა ბავშვს უკეთებენ. კამპანიის მიხედვით, თილისმას, ყოველი აცრის შემდეგ, შესაბამისი ფერის ბურთულას ამატებენ (თითოეულ ვაქცინას თავისი აღმნიშვნელი ფერი აქვს). ასე ნებისმიერ ექიმს შეუძლია გაიგოს რომელი  აცრა აქვს ბავშვს გაკეთებული, მომდევნო აუცილებელ ვაქცინას კი თავად უკეთებს. დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ავღანეთში იმუნიზაციის პრაქტიკა ნაკლებად განვითარებულია, შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით, ვაქცინაციის  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში 1000 ახალშობილიდან 115 ბავშვი იღუპება.

„ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კამპანიით ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება კრეატიული გადაწყვეტილებებით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტა”, – ამბობს ავღანეთის ელჩი აშშ-ში ჰამდელა მოჰიბი.

The Immunity Char

Dolce & Gabbana-ს ახალი კამპანია მელანია ტრამპის მხარდასაჭერად – #BoycottDolceGabbana

ინდივიდუალური ბოთლი ყველა ტურისტისთვის – Heineken-ის ორიგინალური კამპანია