17
Oct
2019

„რისი გადალახვაც შენთვის მარტივია, სხვისთვის დაუძლეველი ბარიერია“

17 Oct 2019

სანამ „გიგანტი“ ადამიანები ქუჩაში და შენობებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან, შეიძლება შენობაში შესასვლელი „უწყინარი“ კიბე ან სადგურში, ბაქანსა და მატარებელს შორის არსებული „პატარა“ სიცარიელე ეტლით მოსარგებლეთათვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდეს.

„რისი გადალახვაც შენთვის მარტივია, სხვისთვის დაუძლეველი ბარიერია“ – პოსტერები ამ გზავნილით, „ონლაინ“ სივრცეში და არა მხოლოდ, ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა. კამპანია “Their Point of View can be viewed below” ჰონგ-კონგში, ფიზიკური და შრომის შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირთა დაცვის რეგიონალური ასოციაციის ​(PHAB) ინიციატივით შეიქმნა.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტომ Tomorrow Communications იმუშავა. პოსტერებისთვის ილუსტრაციები კი კომიქსების არტისტმა Li Ci-Tak შექმნა.

განხილვა