in

Theneo – ქართული სტარტაპი Y-combinator-ის აქსელერატორში მოხვდა

Theneo ქართული სტარტაპია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა, თუმცა უკვე ელვის სისწრაფით მიიწევს წინ. დაარსებიდან სულ მალე სტარტაპმა მოიპოვა GITA-ს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი გრანტი, ხოლო ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი აქსელერატორის Y Combinator-ის პროგრამაში მონაწილეობს.

რა არის Theneo?

ეს არის ქართულ-ამერიკული სტარტაპი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის და მასზე API-დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა გვაქვს. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დეველოპერებისთვის, თუმცა შეიძლება, რომ ის გუნდის არატექნიკურმა წევრებმაც მარტივად გამოიყენონ. ტექნოლოგიურ სფეროში მსგავსი ტიპის dev ინსტრუმენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და, რაც ასევე მთავარია, ის არ არის გათვლილი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რამდენიმე კლიკით შექმნას საჭირო დოკუმენტაცია.

Y Combinator

ეს არის სტარტაპების მხარდამჭერი აქსელერაციის გლობალური პროგრამა, რომელიც წელიწადში ორჯერ, 500,000 აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს და ისეთ ცნობილ კომპანიებთან პარტნიორობს, როგორებიცაა: Stripe, Airbnb, Gitlab, Snapdocs და სხვა. აქ მოხვედრილი სტარტაპები სამი თვის განმავლობაში ხვდებიან დიდ კომპანიებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ, აძლევენ რჩევებს, თუ როგორ დახვეწონ ბიზნესი, იდეა, გუნდი და მიდგომები. პროგრამის დასრულებისას იმართება დემო დღე, რომელზეც სტარტაპები თავის პროექტებს ინვესტორებს აცნობენ. ეს არის აქსელერატორი, რომლის წყალობითაც, უამრავი სტარტაპი დიდ და წარმატებულ ბიზნესად გარდაიქმნა.

სტარტაპი Theneo ამ აქსელერაციის პროგრამაში უკვე მეორე თვეა, მონაწილეობს და სისტემატურად ხვდება საინტერესო წარმომადგენლებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც უზიარებენ ცოდნას და სტარტაპს აძლევენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახადონ საქმიანობა ბევრად უფრო წარმატებული და საინტერესო როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ახალი ინვესტორებისთვის. სტარტაპი პროგრამას მარტში ასრულებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე რამდენიმე დიდი კომპანია დაინტერესდა Theneo-თი და მათთანაც მიდის მოლაპარაკებები. 

Theneo-ს პლატფორმა როგორც ქართულ, ისე უცხოურ, ძირითადად ამერიკულ ბაზარზე გამოიყენება და დღეს უკვე 1000-ობით მომხმარებელს ითვლის. 

ნახეთ: სალვადორ დალი საშინაო ფილმში, რომელიც 1954 წელს, თავად გადაიღო

Stratosphere Gallery – ქართველი მხატვრის უნიკალური პროექტი სტტრატოსფეროში