in

თეო კროკერი – ჯაზ ინოვატორი ახალი ორლეანიდან Jazz&Wine-ის ფესტივალზე

14 ოქტომბერ, წინანდლის მამულში შემოდგომის Jazz & Wine ფესტივალი გვიბრუნდება. აღნიშნული ფესტივალის მანსპინძელი ქვეყანა წელს იტალიაა, თუმცა რა თქმა უნდა ამერიკული ჯაზის გარეშეც ვერაფერი ჩაივლის. წარმოგიდგენთ ისტორიას ღონისძიების ჰედლაინერზე, თეო კრორკერზე, რომელიც ახალი თაობის ჯაზ შემსრულებლებში ნოვატორად სახელდება.

ახალი ორლეანის გულში, ქალაქში, რომელიც ჯაზის რიტმებით პულსირებს, ახალგაზრდა ჯაზმენი, თეო კროკერი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ბაბუა ცნობილი მესაყვირე, დედა კი ნიჭიერი ვოკალისტი იყო, რომლებიც საკუთარ სახლს ჯაზის მელოდიზმით ავსებდნენ. პატარა ასაკიდან, თეო გარშემოტყმული იყო იმ ინსტრუმენტებით, რომელბიც დღემდე ჟანრის ჟღერადობას განსაზღვრავენ.

მისი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში შვილი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ საყვირი გადასცა, რომელიც არა უბრალო ინსტრუმენტი, არამედ თაობებში გამოწვრთნილი საოჯახო მემკვიდრეობა გახლდათ – ინსტრუმენტთან იმ დროს ჯერ კიდევ ნორჩმა მუსიკოსმა, უდიდესი კავშირი იგრძნო და საკუთარი სულიერი გამოხატულების გამგრძელებლად აღიქვა.

ასაკის მატებასთან ერთად, თეოს მუსიკისადმი სიყვარულიც გაღრმავდა და ახალი ორლეანის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. გაზაფხულობით, აყვავებულ ქუჩებში იგი საათობით უსმენდა ქუჩის შემსრულებლებს და იძირებოდა ჯაზის ოკეანეში, რომელიც მთელი ქალაქის ძარღვებში ჩქეფდა. მშობლებმაც მალევე შეამჩნიეს მისი ნიჭი და მუსიკალურ სკოლაში მიაბარეს, სადაც მან საკუთარი უნარები დახვეწა და ჯაზის თეორიის საფუძვლების შესწავლას შეუდგა.

თეოს ერთგულებამ და შრომამ შედეგი გამოიღო და ობერლინის პრესტიჟულ კონსერვატორიაში სტიპენდია მიიღო. იგი ფართო მუსიკალური დიაპაზონის გავლენის ქვეშ მოექცა, ტრადიციული ჯაზიდან ავანგარდულ კომპოზიციებამდე. მისმა პროფესორებმაც მალევე შეამჩნიეს ტალანტი და მისცეს მოტივაცია, რომ ჯაზის სამყაროში ახალი ჰორიზონტები ეკვლია. სწორედ ობერლინში ყოფნის დროს დაიწყო მან საკუთარი უნიკალური მუსიკალური სტილის განსაზღვრა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ორლეანში დაბრუნდა, სადაც როგორც ჯაზ მესაყვირემ, საკუთარი პროფესიული კარიერა წამოიწყო, დაიწყო ადგილობრივ კლუბებში შესრულება და ჯემ სესიები, სადაც მალევე მოიპოვა აღიარება სპირიტუალური და ინოვაციური სტილის გამო. მისი ჟღერადობა ტრადიციული ჯაზის ელემენტების თანამედროვე ჟღერადობებთან შეზავებით ხასიათდებოდა, რამაც მალევე მოხიბლა მსმენელიც.

თეოს კარიერა ახალ ფაზაში გადავიდა, როდესაც ლეგენდარული ვოკალისტის დი დი ბრიჯუოტერის  და საქსაფონისტის გარი ბარცის ყურადღება მიიპყრო. მათზე შთაბეჭდილება ნამდვილი ნიჭითა და ჯაზისადმი ახალი მიდგომით მიიქცია, რა დროსაც თეო საკუთარ ჯგუფში მიიწვიეს. ამ მომენტმა კი მუსიკოსის კარიერაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, როცა იგი პირველად საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგა.

მისი  პარტნიორობა ბრიჯუოტერთან, სოლო ჯაზ მოგზარუობის მხოლოდ დასაწყისი იყო. წლების განმავლობაში თეო იყოფდა  სცენას ჩამწერი ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან მუსიკოსებთან, ჰერბი ჰენკოკითა და უინტონ მარსალისით დაწყებული, ჯაზ ნოვატორ რობერტ გლასპერით დასრულებული  – მისმა მრავალფეროვნებამ და სხვადასხვა სტილებთან ადაპტაციის უნარმა იგი ყველასთვის სასურველ მუსიკოსად აქცია.

თეოს მუსიკალურობა განაგრძობდა განვითარებს და იკვლევდა შემოქმედებითობის ახალ გზებს. ექსპერიმენტები ჩაატარა ელექტრონულ მუსიკასთანაც, რა დროსაც მარტივად ურევდა მას საყვირის ხმოვანებას, რათა შეექმნა ჟღერადობა, რომელიც ერთდროულად იყო ფუტურისტულიც და ტრადიციულიც. მისმა ალბომებმა აჩვენა  მუსიკოსის ზრდაც, “Afro Physicist”-ის ტრადიციული ჯაზიდან დაწყებული, „Escape Velocity”-ის ჟანრობრივ შერწყმამდე.

 

ტექნიკური შესაძლებლობების გარდა, თეოს მუსიკა ყოველთვის ემოციური კავშირით ხასიათდებოდა. მის საყვირს შეეძლო გრძნობების ფართო სპექტრის გადმოცემა, მელანქოლიური ინტროსპექციიდან, თავბრუდამხვევ სიხარულამდე. მისი კომპოზიციები გვიყვებიან ამბებს და მსმენელსაც ამოგზაურობს წარმოსახვის სიღრმეში.

როგორც არტისტი, თეო კროკერი არ შემოიფარგლება დაწესებული საზღვრებით. მას ყოველთვის სჯეროდან მუსიკის ძალის, რომ გადალახოს ბარიერები და დააკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურები. თეომ წამოიწყო გლობალური ტურნე და საკუთარი შემოქემდება გააცნო ფართო სპექტრს, ევროპაში, აზიაში და მის ფარგლებს გარეთ, დაარღვია რა კულტურული ბარიერები და ჯაზის ფართო ქოლის ქვეშ გააერთიანა უამრავი მსმენელი.

ჯაზის მუდმივად განვითარებად გარმოში, თეო კროკერი ინოვაციებისა და ტრადიციების შუქურად მოგვევლინა. მისი შემოქმედება და მარადიული მელოდიზმი გამოეხმაურა როგორც ორლეანის ქუჩებს, ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთელი ჯაზ სამყაროსთვისაც.

რატომ დაიწყო IKEA-მ მდგრადობაზე ზრუნვა სამზარეულოდან?

NEXT-ის გეგმები ქვეყნის საზღვრებს გასცდა – ახალი პროექტი Next Coral დუბაის კუნძულებზე