in

„თეორია“ – სტუმარ-მასპინძლობის ახალი ცენტრი თბილისში

თბილისს ახალი სასტუმრო – „თეორია“ შეემატა, რომელსაც სრულიად განსხვავებული კონცეფცია, ინტერიერი, მომსახურეობა და კიდევ არაერთი მახასიათებელი გააჩნია.

აქ დაგხვდებათ ის, რასაც ვერ ნახავთ სხვაგან. „თეორია“ არის ადგილი, სადაც ერთმანეთთან კარგადაა შეზავებული სერვისის ევროპული და შორეულ აღმოსავლური ელემენტები. სასტუმროს თითოეული ოთახი კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს მოგიყვებათ. ამ ამბებით დახუნძლულ „მოგზაურობაში“ მხატვრის მიერ მოხატული  კედლები დაგეხმარებათ. საკმარისია, „თეორიაში“ შეაღოთ კარი… და აქაური მოდერნისტული სტილი ახალ განზომილებაში „გადაგისვრით“.

ხოლო თეორია დაინინგი კი „თეორიის“ კონცეპტია თავისი ბარ-რესტორნითა და ლაუნჯით.

რესტორნის იერსახე, მისი საუცხოო გარემო, გემო და სუნი, რომელიც აქ ტრიალებს გულგრილს ვერავის დატოვებს. შეუძლებელია ჩაუარო ამ არაორდინალურ გარემოს და რომელიმე კერძის დაგემოვნება არ მოგინდეს. „თეორია დაინინგი” პირველი დეკემბრიდან აღებს კარებს და გელით პუშკინის 23-ში. ადგილი, სადაც თავს სხვა განზომილებაში გრძნობთ, ზიხარ და ხვდები, რომ ის რაც აქ გხვდება, არსად მეორდება. ყოველგვარი მოგზაურობის, ჩალაგების და მზადების გარეშე შეგიძლია ადგე, შეაღო კარი და ისიამოვნო გარემოების არაოდინალურობით. რესტორანი „თეორია – დაინინგი” თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო გამოცდილების შეფი მაქსიმალურად ცდილობს შექმნას და შემოგთავაზოთ ექსკლუზიური გემოების ნაკრები, რომელიც ჯერ არსად გაგისინჯავთ, ამ ზემოთ ჩამოთვლილზე ზრუნავს მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფის რესტორანში ნამუშევარი აღმასრულებელი წამყავნი მზარეული.

აქვე დაგხვდებათ ლაუნჯიც  – ტყავის დიდებული სავარძლებით, რომელიც თავს ლონდონის მეი ფეარში გაგრძნობინბეთ. ლაუნჯის ბარიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც სპეციალურად თეორიისთვის შეიქმნა. აქ დააგემოვნებთ გამორჩეულ სასმელებსა და კოქტეილებს, რომელიც საერთაშორისო კლასის ბარმენებმა საგანგებოდ „თეორიის“ სტუმრებისთვის შექმნეს. „თეორია დაინინგი” პუშკინის 23-ში გელოდებათ!

დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად, სასტუმრო „თეორიაში“ შესაძლებელია საქმიანი შეხვედრებისა და შეკრებების გამართვაც. ინტერიერის დახვეწილი დაგეგმარება და მისი ელემენტები კი გულგრილს არავის დატოვებს.

და ბოლოს, შიდა სივრცით გულის ჯერების შემდეგ, ტერასაზე გასვლის დროც დგება, საიდანაც თვალწინ 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.

ის რაც აქამდე სტუმარმასპინძლობაში თეორიულად იცოდით, ჩვენ მას უკვე პრაქტიკაში ამოქმედებულს გიჩვენებთ. თუ გსურთ ეზიაროთ მომსახურეობის მაღალ სტანდრტებს, დატკბეთ შენობის ინტერიერით, სიმყუდროვის განცდასთან ერთად კი შეიქმნათ სამუშაო განწყობაც, სასტუმრო „თეორია“ შეგიძლიათ იგულოთ თქვენს სამსახურში. ჩვენი სასტუმრო ძველ თბილისში, დიუმას ქუჩაზე მდებარეობს, ის ამა წლის ნოემბერში გაიხსნა და უკვე აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა ეროვნების სტუმრებს. ასევე, სასტუმროში არის რესტორანი და ტერასა. ამ ყველაფრის ინტერიერსა და არქიტექტურაზე კი იმუშავეს გამოცდილმა დიზაინერებმა. სასტუმროს საკმაოდ ფართო პოტენციალი და ყველა პირობა გააჩნია, რომ ბაზარზე საკუთარი მკაფიო ნიშა დაიმკვიდროს. განსაკუთრებით ის ორიენტირებული ბიზნეს  „თრეველერებზე“ იქნება. ეტაპობრივად კი მოგზაურ საზოგადოებას „თეორია“ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება“, – ნანა ხვედელიძე, სასტუმრო „თეორიას“ მარკეტინგის მენეჯერი.

მისამართი: პუშკინის 23
ტელეფონი: 03222 228 986
ელ-ფოსტა:[email protected]

[R]

ვაქცინა მუშაობს! ევექსი ჰოსპიტლები ვაქცინაციის კამპანიას განაგრძობს!

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები – ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში