ზოგადად, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა ან სარეკლამო პოსტერი აუცილებლად “გაციებული ადამიანის” გამოსახულებითაა დამზადებული. “Theraflu”-საც რამდენიმე სტანდარტული სიუჟეტის რეკლამა აქვს, მაგრამ ამჯერად, სააგენტო “Saatchi&Saatchi”-სთან ერთად გაკეთებულ ორიგინალურ გარე რეკლამას წარმოგიდგენთ.
ვარშავის “outdoor-კამპანია”, რომელიც “Theraflu”-მ წამოიწყო ნებისმიერ ადამიანს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ატყობინებს. სარეკლამო სტენდში დამონტაჟებული თერმო-სკანერები გაციების დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. კამპანია ჰეშტეგს #TherafluThemoscanner – ს იყენებს.