in

მთელი ჯადოსნობა ჩვენშია — ვიდეორგოლი უსაზღვრო შესაძლებლობებზე

Montefiore Medical Center-მა, საავადმყოფომ და აკადემიურმა სამედიცინო ცენტრმა ნიუ-იორკში, საშობაოდ ემოციური ვიდეორგოლი წარმოადგინა. სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებაში ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ როლზეა აგებული.

BOG

ხუთწუთიანი ვიდეორგოლი, სახელწოდებით „There’s Magic in All of Us“, პატარა ბიჭზე გვიყვება, რომელსაც ნევროლოგიური გართულებები აღენიშნება. ამ უკანასკნელს კი უარყოფითი გავლენა აქვს მეტყველებასა და მობილურობაზე. თანაც, სოლოს ოცნებაა, ერთ დღესაც პილოტი გახდეს და სწორედ ამ სურვილის გამო უნდა ყველა ფიზიკური შეზღუდვის დაძლევა… მანამდე კი Montefiore-ის უახლესი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ვიზუალი მხოლოდ თვალების დახმარებით გააცოცხლოს. ვიდეოშიც ასე ხატავს ძაღლს.

იმავე საღამოს, სიზმარში, მის მიერ დახატული ძაღლი გიგანტურ ბუშტად გადაიქცევა, რომელსაც სოლო ჯადოსნურ თავგადასავალში მიჰყვება… მართალია, ყველაფერი ფანტაზიებში ხდებოდა, მაგრამ ბოლო კადრი ამ წარმოდგენების რეალურობაში გვარწმუნებს — იდეით, რომ შეუძლებელი არაფერია.

უშუალოდ ტექნოლოგიაზე ცოტა აშკარა წარმოდგენის შესაქმნელად, მარტივად აგიხსნით მის პრინციპს: ის შემუშავებულია მონტეფიორის აინშტაინის კამპუსის ნევროლოგების მიერ. მეცნიერების თქმით, აღნიშნულმა ტექნოლოგიამ რევოლუცია მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნიკაციის უნარის გამარტივებაში — ინდივიდები ფიქრებისა და თვალების მეშვეობით გამოხატავენ, რისი თქმა ან დახატვა უნდათ.

რივერ პარკი — Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „მინუსებისა და პლუსების ჩამოწერის ნაცვლად, უფრო ინტუიციას ვენდობი“ – ლუიზა ჩალათაშვილი