უკვე საუკუნეზე მეტია, რაც სპორტულ კალენდარში Wimbledon-ის ჩემპიონატი კულტურულ მოვლენად რჩება, ახლა კი გადაწყვიტეს გამარჯვებების ნაცვლად, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური ბრძოლები ამხილონ. ამას მსოფლიოს ტოპ მოთამაშეების გონებაში ჩახედვით, დაძაბულობის, წნეხისა და ტრიუმფის აღბეჭდვით აკეთებენ, რაც ტურნირის არსსაც ასახავს.
სტანდარტულ კადრებს შორდებიან და შეჯიბრების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო მენტალურ დატვირთვაზე საუბრობენ — უიმბლდონის ბალახი, ბადე და ჩოგანი სიურრეალისტური წარმოდგენის ნაწილი ხდება. ჩოგანი უცბად ცეცხლში ეხვევა, ბალახი კი მისკენ გვითრევს… ასე გვაჩვენეს, რეალურად, რად უჯდებათ მსოფლიოს ტოპ მოთამაშეებს უიმბლდონის მოგება:
კამპანიაზე VCCP-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.