2 მილიარდი მომხმარებლით 180 ქვეყანაში, WhatsApp არის ბრენდი ძლიერი კავშირებით გლობალურ დიასპორულ საზოგადოებებთან. ეს წელი კი მან ახალი ბრენდინგითა და უნივერსალური დიზაინის სისტემით დაიწყო, რასაც ახლა ფოტოგრაფ მოუს ლემბარატთან თანამშრომლობა მოჰყვება. ისინი ფოტო-პროექტს გვთავაზობენ, რომელიც ნათელს ჰფენს დიასპორულ მომხმარებელთა ბაზას. თანაც, ლემბარატი უდავოდ ლამაზი და იუმორისტული ლინზით ზუსტად ისეთ თემებს იკვლევს, როგორებიცაა კუთვნილება და იდენტობა. ასე მისივე დიასპორული პერსპექტივის პროდუქტსაც წარმოადგენს — იგი მაროკოში დაიბადა და ბელგიაში გაიზარდა.
ბუნებრივია, ფოტოები ლემბარატის სტილშია გადაღებული და მოიცავს ადამიანების პორტრეტებსა და ინტერვიუებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგნები და მათი ამბები კვეთს 25 კულტურას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი და მაროკო. ასახავს კულტურული ორსახოვნების ნიუანსებს:
„ჩემი მეგობრები და ოჯახი მთელ მსოფლიოშია, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაიზარდნენ, განსხვავებული კულტურებითა და ტრადიციებით. როგორც ხელოვანი, ვცდილობ და ვიჭერ ამ უნიკალურ განსხვავებებს და მათ კონტექსტში ვაქცევ. ამგვარად, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ამ ადამიანებს სახლში ვაბრუნებდე, არ აქვს მნიშვნელობა, სად არიან ისინი. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სურათები, რათა გვეჩვენებინა, რამდენად პატარაა სამყარო WhatsApp-ში“, — განმარტავს ფოტოგრაფი.
There’s No One Like Us 3-დღიანი გამოფენის სახით იქნება ნაჩვენები Tab Centre-ში, ლონდონის ისტორიულ საზოგადოების ცენტრში, რომელიც ემსახურება ბავშვებს, ოჯახებს, მოწყვლად ჯგუფებსა და თავშესაფრის მაძიებლებს 190 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.